Saturday, November 17, 2018

ინფორმაცია წრის შესახებ


სსიპ ქალაქ თბილისის N207 საჯარო სკოლაში
მიმდინარე 2018-2019 სასწავლო წლის პირველ
სემესტრში  ფუნქციონირებას იწყებს
ინგლისური ენის უფასო წრე.

წრე გათვლილია  მესამე კლასის მოსწავლეებზე.
წრის მიზანი:
·       სამეტყველო უნარ-ჩვევები (მოსმენა, კიხვა, წერა, ლაპარაკი) განვითარება;
·       საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების გამომუშავება;

წრეში მოსწავლის დასარეგისტრირებლად აუცილებელია მოსწავლის მშობელსა და სკოლას შორის ხელშეკრულების გაფორმება.
საწრეო მუშაობა ჩატარდება კვირაში ორჯერ:
სამშაბათს და პარასკევს, 12:00 სთ - 13:00 სთ.
მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა  -  12 მოსწავლე.
წრე მუშაობას იწყებს 2018 წლის 30 ოქტომბერს.

წრის ხელმძღვანელი: ქ. კობახიძე

დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ სკოლის დირექციას